Upcoming Events

2019. 25 დეკემბერს, 17 საათზე, კლინიკა "New Hospitals"-ის ( კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#39) სხდომა  - „სკირა ხვდება ოტორინოლარინგოლოგებს“

მოხსენებები:

  1. ბ. ბერიძე, ს.ვაიტკუსი, მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი - ცხვირ-ხახის გიგანტური იუვენილური ანგიოფიბრომის კომბინირებული მენეჯმენტი - რადიკალური ქირურგიული ჩარევა ტრანსარტერიული ემბოლიზაციის შემდეგ
  2. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი - ძირითადი ძვლის წიაღის აბსცესის პერკუტანული დრენირება - კლინიკური შემთხვევის დემონსტრაცია
  3. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი - რეტროფარინგეული აბსცესის პერკუტანული დრენირება - კლინიკური შემთხვევის დემონსტრაცია

[ცვლილება: სხდომის თარიღი შეიცვალა, ახალი თარიღი 3 ოქტომბერი 17 საათი] 2019. 3 ოქტომბერს, 17 საათზე, კლინიკა "New Hospitals"-ის ( კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#38) სხდომა - სკირა ხვდება ტრავმატოლოგ-ორთოპედებს“

მოხსენებები:

  1. მ.ჯანელიძე, ა.ცირეკიძე, თ.აზრუმელაშვილი, მ.მიზანდარი - ინოპერაბილური ქოლანგიოცელულური კარცინომის მენეჯმენტი ტრანსარტერიული და კარის ვენის ემბოლიზაციით, რომელიც დასრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევით
  2. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი, ნ.ჰაბიბი - ბილიარული და პანკრეასის სადინრის რეკანალიზაცია აბლაციითა და სტენტირებით პანკრეასის თავის ინოპერაბილური კიბოს დროს

2019. 27 ივნისს, 17 საათზე, კლინიკა "New Hospitals"-ის ( კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#37) სხდომა - სკირა ხვდება ტრავმატოლოგ-ორთოპედებს“ 

მოხსენებები:

  1. თ.გურგენიძე ართროსონოგრაფიის შესაძლებლობები მუხლის სახსრის პათოლოგიათა დიაგნოსტიკაში
  2. ნ.ონაშვილი, მ.მიზანდარი ინტერვენციული რადიოლოგია ძვლოვანი სისტემის პათოლოგიათა მკურნალობაში - ოსტეოიდ ოსტეომის აბლაციის პირველი გამოცდილება საქართველოში

ჩვენს შესახებ

საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია (სკირა) დაარსდა 2010 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ბაზაზე

ცენტრის პრეზიდენტი გახლავთ მალხაზ მიზანდარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს და დიპლომისშემდგომი განათლება რადიოლოგიის განხრით 1983 წელს.1984 წლის იანვრიდან მალხაზ მიზანდარი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტიში დიაგნოსტიკური ულტრაბგერის სპეციალიზაციით.1987 წელს მან მიიღო სამეცნიერო წოდება მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2003 წელს კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მალხაზ მიზანდარი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ყოფილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი) 1984 წლიდან ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.2002 წელს იგი ხდება ასოცირებული პროფესორი ხოლო 2006 წლიდან თბილისი სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.

პროფესორი მიზანდარი გახლავთ თსსუ-ს დიპლომისშემდგომი მასტერ-პროგრამის დირექტორი დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ რადიოლოგიაში (რომელიც აღიარებულია დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის მიერ) თსსუ ცენტრალურ კლინიკაში მოღვაწეობისას იგი მუშაობდა ინტერვენციული რადიოლოგიის განხრით.პირველი მანიპულაცია_ნაღვლის ბუშტის პუნქცია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ განხორციელდა 1987 წელს.ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი დაარსდა 2004 წელს. 2009 წელს მან დააარსაა თსსუ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრი, რომელიც ამჟამად მდებარეობს თბილისის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

1998 წელს მალხაზ მიზანდარმა აგრეთვე დააარსა ულტრაბგერის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი "ჯეოჯეფი", რომელიც გახლავთ თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტში არსებული ჯეფერსონის ულტრაბგერის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფილიალი (ფილადელფია, აშშ).

გამგეობა:

1. პროფესორი კახა ქუნთელია

სამდივნო

ა) თამთა აზრუმელაშვილი - ხაზინადარი 

ბ) ნინო გონაძე - მდივანი

გ) ელენე გოცირიძე - მდივანი 

სკირა-ს ოფისი განთავსებულია ქ. თბილისი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე - თბილისი.  0144, წინანდლის ქ. 9.  ტელ/ ფაქსი 79 00 99;  ელ-ფოსტა -  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

GACIR Activity

Who's Online

ჩვენ გვყავს 19 სტუმარი ხაზზე
Copyright © 2010 gacir.org. All Rights Reserved
Website Designed by Dr Nirmal